ეკონომიკური ზეწოლის ფონზე, ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე იქნა მიღებული, რაც რიგითი ირანელების უკმაყოფილებას იწვევს ავტომობილებზე ფასების გამო.
განკარგულებას ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა 30 სექტემბერს მოაწერა ხელი. აღნიშნული ნაბიჯი ასევე, უკავშირდება ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინების გამო შეშფოთებას.
აღინიშნება, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ირანის მსხვილი ქალაქების მცხოვრებლები ამბობენ, რომ შეძლებულ უბნებში მდიდრული ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა. დიდი ქალაქებში ასევე გაიზარდა ჩინური წარმოების ელექტრომობილებისა და მაღალი გამავლობის ავტომობილების რაოდენობა.
ასევე, მედია წერს, რომ შეძლებული ირანელები ძვირადღირებულ ავტომობილებს ინვესტიციად განიხილავენ, რადგან მეორადი მანქანების ფასი, როგორც წესი, შედარებით სტაბილური რჩება.