აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, flydubai-ს რეისზე მომხდარ ინციდენტზე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ისაუბრა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა მას ინფორმაცია მიაწოდა მომხდარზე და ასევე თვითმფრინავის გადარჩენის მიზნით ბორტზე მყოფთა ძალისხმევის შესახებ.
„ვფიქრობ, დაუჯერებელი ამბავია. როგორც ჩანს, პილოტი ან ტერორისტი იყო, ან - შეშლილი“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, მან გმირი უწოდა მეორე პილოტს, რომელსაც თავს დაესხნენ.