რუსულმა ძლებმა ოდესას შეუტიეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურა დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამასთან, რუსებმა თავდასხმა განახორციელეს უკრაინის დედაქალაქ კიევზეც. სოლომენსკის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე კაფეში ხანძარი გაჩნდა. გარა ამისა, ობოლონსკის რაიონში სასაწყობო შენობას ცეცხლი გაუჩნდა.