ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, ვინ იდგა Flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტის უკან

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ჯერ ძალიან ნაადრევია იმის თქმა, თუ ვინ იდგა დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი Flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტის უკან.

Fox News-ის კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე ნიშანი ირანის მონაწილეობის შესახებ, ნეთანიაჰუმ უპასუხა: „ჯერ ნაადრევია ამის თქმა“.

ნეთანიაჰუს ინფორმაციით, თავდამსხმელი პილოტის წინააღმდეგ გამოძიება საუდის არაბეთში მიმდინარეობს, სადაც ის დააკავეს Flydubai-ს თვითმფრინავის ავარიული დაშვების შემდეგ და ვარაუდობს, რომ მას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანენ, საიდანაც თვითმფრინავი აფრინდა.

“თვალს მივადევნებთ ამ გამოძიებას და, შესაძლოა, მასში მონაწილეობაც მივიღოთ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია