Crossroad AI-ის პროგრამა ცნობილია - 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

3 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო რედისონში საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებით Crossroad AI გაიმართება. ერთდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გააერთიანებს ინჟინრებს, მკვლევარებს და პროფესიონალებს, რომლებიც AI-ს რეალურ პროდუქტებში, ბიზნესპროცესებსა და ორგანიზაციებში ნერგავენ.

კონფერენციის პროგრამაში 20-ზე მეტი ქართველი და უცხოელი პროფესიონალია. საქართველოში პირველად კონფერენციაზე Anthropic-ის, ElevenLabs-ისა და Make-ის სპიკერები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, შეხვდებით Google/Gemini-ის, YouTube-ის, Hugging Face-ის და მაქს პლანკის ინსტიტუტის წარმომადგენლებს და ქართული ტექნოლოგიური და ბიზნესკომპანიების AI გუნდების ხელმძღვანელებს.

Crossroad AI-ის მთავარი თემა წელს იქნება ცოდნაზე დაფუძნებული სამუშაოებზე AI-ის გავლენა - რა იცვლება ინჟინერიაში, დეველოპმენტში, კვლევაში, ციფრული პროდუქტების შექმნაში და როგორია წარმატებული AI ტრანსფორმაციის პროცესი.

სპიკერები ისაუბრებენ აგენტურ ინჟინერიაზე, ღია მოდელების გამოყენებაზე, სისტემების სანდოობის შეფასება, ხმოვანი AI-ზე, ორგანიზაციებში ტექნოლოგიის დანერგვასა და პროდუქტებისა და გუნდების მართვის ცვლილებებზე, რაც AI-ის განვითარებას ახლავს თან.

გუგლის GenAI GTM ლიდი და AI ინჟინრები ისაუბრებენ AI აგენტებზე დაფუძნებული ორგანიზაციების განვითარებასა და ასეთი სისტემების რეალურ გარემოში დანერგვაზე; Anthropic-ის მკვლევარი ევჟენ ვიბიტული - მოდელების დამატებითი გაწვრთნის შესაძლო არასასურველ შედეგებზე; YouTube-ის პროდუქტის მენეჯერი კინგა აშბოთი კი განიხილავს, როგორ იცვლება პროდუქტის შექმნა მაშინ, როცა მისი ტექნიკურად აწყობა სულ უფრო მარტივი ხდება.

კონფერენცია ორ მთავარ მიმართულებას აერთიანებს. Builders განკუთვნილია ინჟინრებისთვის, მკვლევრებისთვის, მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებისთვის, ხოლო Applied - პროდუქტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიური გუნდების ლიდერებისთვის, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და ორგანიზაციებში დანერგვაზე მუშაობენ.

Crossroad AI საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ყველაზე მასშტაბური კონფერენციაა. GAIA-ს მიზანია, საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოში დაგროვილი პრაქტიკული ცოდნა ერთ სივრცეში მოაქციონ, რათა მონაწილეებმა გაიგონ, რა მუშაობს დღეს, სად ჩნდება რეალური სირთულეები და როგორ იცვლება ადამიანების სამუშაო AI-ის განვითარებასთან ერთად.

Crossroad AI-ის გენერალური მხარდამჭერები თიბისი, ალტა და სილქ როუდ ჯგუფი არიან. სპონსორები კი Upgaming, UN Women, იუჯითი, BTU, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, ჯეოსოფტი და IT აკადემია STEP არიან. ღონისძიების მედია პარტნიორები ბიემჯი, ტელეკომპანია ფორმულა, პალიტრა და on.ge არიან.

Crossroad AI 3 ოქტომბერს გაიმართება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე, პროგრამისა და სპიკერების შესახებ სრული ინფორმაცია კი განთავსებულია https://crossroads.aiassociation.ge-ზე.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია