დონალდ ტრამპის განცხადებით, დიზელის საწვავის ბაზარზე გავლენას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები ახდენს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, დიზელის საწვავის ბაზარზე გავლენას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები ახდენს.

„დიზელის საწვავი უფრო მეტად დაზარალდა არა ახლო აღმოსავლეთის, არამედ იმის გამო, რაც რუსეთში ხდება, რადგან დიზელის მწარმოებელი ქარხნები მწყობრიდან საკმაოდ საგანგაშო ტემპით გამოდიან“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გარეშე, შესაძლოა, დიზელის საწვავის ფასთან დაკავშირებული პრობლემა არც კი წარმოქმნილიყო.

„ის, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ხდება, დიზელის საწვავის ბაზრისთვის ყველაზე დიდ პრობლემად იქცა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია