აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გაერო-ში ირანის დელეგაციას აშშ-ის დატოვება უბრძანა, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მარკო რუბიომ ირანის დელეგაციის წევრებს, რომლებიც აშშ-ში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდნენ, მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო ორშაბათს ქვეყნის დატოვება უბრძანა.
რუბიომ აშშ-ის დატოვება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩისაც უბრძანა.
გამოცემის წყაროების თქმით, ორშაბათს თეთრ სახლში ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა, დისკუსიებში გარკვეული პროგრესი ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან პოზიციების დათმობას არცერთი მხარე არ დათანხმდა.
რუბიოს ბრძანების შემდეგ, აბას არაღჩის ხელმძღვანელობით ირანის დელეგაციამ ნიუ-იორკი დატოვა და დოჰაში გაემგზავრა.