საქართველოში ისრაელის საელჩო - მათ შორის, ვისი გმირობისა და სიმამაცის წყალობითაც Flydubai-ს რეისის მგზავრები გადარჩნენ, არის ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმი - შოთა მუსაევი

ჩვენ ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა. მათ შორის, ვისი გმირობისა და სიმამაცის წყალობითაც Flydubai-ს რეისის მგზავრები გადარჩნენ, არის ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმი - შოთა მუსაევი, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ წერს, რითაც ეხმაურება Flydubai-ს რეისზე მომხდარ შემთხვევას.

როგორც საელჩო აღნიშნავს, შოთა მუსაევის ქმედებით მოხდა კატასტროფის თავიდან აცილება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა.

„ის დაუფიქრებლად ერთ-ერთი პირველი შევარდა პილოტების კაბინაში, სხვა გმირ მგზავრებთან ერთად გაანეიტრალა ტერორისტი, რის შემდეგაც მძიმედ დაჭრილ პილოტს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. შოთა მუსაევმა შეძლო ძლიერი სისხლდენის შეჩერება და გმირი პილოტის, კაპიტანი სმიტ მაჩჰარის მდგომარეობის დასტაბილურება თვითმფრინავის დაშვებამდე.

ექიმი შოთას მოქმედება იმ საერთო, გამორჩეული ძალისხმევის ნაწილი იყო, რომელმაც კაპიტნის, მგზავრებისა და ეკიპაჟის სიმამაცის წყალობით კატასტროფა თავიდან აიცილა და ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა”, - წერს საელჩო.

შეგახსენებთ, 30 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ისრაელის მიმართულებით მიმავალი Flydubai-ს რეისი საუდის არაბეთისკენ გადამისამართდა მას შემდეგ, თვითმფრინავიდან საგანგებო სიტუაციის მანიშნებელი სიგნალები გაიგზავნა. გავრცელებული ინფორმაციით, პილოტების კაბინაში ერთ-ერთმა პილოტმა მეორეს დანით ჭრილობები მიაყენა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ჯერ ძალიან ნაადრევია იმის თქმა, თუ ვინ იდგა დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი Flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტის უკან. ნეთანიაჰუს ინფორმაციით, თავდამსხმელი პილოტის წინააღმდეგ გამოძიება საუდის არაბეთში მიმდინარეობს, სადაც ის დააკავეს Flydubai-ს თვითმფრინავის ავარიული დაშვების შემდეგ და ვარაუდობს, რომ მას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანენ, საიდანაც თვითმფრინავი აფრინდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია