„საქსტატი“ - 2025 წელს არაკომერციული ორგანიზაციების ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 280.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 0.4%-ით ნაკლებია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2025 წელს არაკომერციული ორგანიზაციების ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 280.1 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 0.4 პროცენტით ნაკლებია.

მათი ცნობით, ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი მოდის განათლების (34.2%) ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (28.6%), ხელოვნების, გართობისა და დასვენების (19.2 პროცენტი), ინფორმაციისა და კომუნიკაციის (4.3%), სხვა სახის მომსახურებაზე (4.3%) პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3.9%), ასევე ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების (2.4%) სექტორის ორგანიზაციებზე.

„არაკომერციული ორგანიზაციები წარმოადგენენ საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე.

არაკომერციული ორგანიზაციების პროდუქციის ძირითადი ნაწილი რეალიზდება უფასოდ ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებში. აღნიშნული არაკომერციული ორგანიზაციები იმყოფებიან თვითდაფინანსებაზე და სახსრებს ძირითადად იღებენ შემოწირულობებისა და საკუთარი წევრების შენატანების სახით. ისინი შემოსავლებს იღებენ აგრეთვე ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური და ფინანსური აქტივებიდან. არაკომერციულ ორგანიზაციებს აქვთ დამხმარე კომერციული საქმიანობის უფლება.

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2025 წელს არაკომერციული ორგანიზაციების ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 280.1 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 0.4 %-ით ნაკლებია.

ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი მოდის განათლების (34.2 პროცენტი), ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (28.6 პროცენტი), ხელოვნების, გართობისა და დასვენების (19.2 პროცენტი), ინფორმაციისა და კომუნიკაციის (4.3 პროცენტი), სხვა სახის მომსახურებაზე (4.3 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3.9 პროცენტი), ასევე ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების (2.4 პროცენტი) სექტორის ორგანიზაციებზე.

2024 წელთან შედარებით ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზარდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორში. ზრდის ტენდენციები გამოვლინდა წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობების (70.0 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (20.7 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (16.3 პროცენტი), ინფორმაციისა და კომუნიკაციის (2.9 პროცენტი) და განათლების (2.6 პროცენტი) სექტორებში. ამასთან, მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა სხვა სახის მომსახურებებში (-44,3 პროცენტი), დამამუშავებელ მრეწველობაში (-38.9 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების დარგსა (-22.5 პროცენტი) და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (-22.0 პროცენტი). 2025 წლის დეკლარირებული მონაცემებით, პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2 561.8 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 5.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

პროდუქციის გამოშვებაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა სხვა სახის მომსახურების (25.5 პროცენტი), ხელოვნების, გართობისა და დასვენების (22.5 პროცენტი), ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების (16.0 პროცენტი), განათლების (13.6 პროცენტი), წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის (7.2 პროცენტი) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (5.3 პროცენტი) სექტორები. 2025 წელს არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებული იყო 64.5 ათასი ადამიანი, საიდანაც 50.8 პროცენტი ქალია, ხოლო 49.2 პროცენტი - კაცი. დასაქმებულთა რაოდენობის მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით 3.1 პროცენტითაა გაზრდილი.

დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი (25.6 პროცენტი) განათლების სექტორის ორგანიზაციებზე მოდის, 24.5 პროცენტი მოდის ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორის ორგანიზაციებზე, 14.8 პროცენტი - წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორზე, 12.5 პროცენტი - ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, ხოლო დარჩენილი 22.6 პროცენტი სხვა სექტორებზე ნაწილდება. 2025 წელს დასაქმებულთაგან დაქირავებული იყო 64.2 ათასი კაცი, რაც 3.3 პროცენტითაა გაზრდილი მაჩვენებელია 2024 წელთან შედარებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია