საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო საწარმოთა საქმიანობის 2025 წლის შედეგებს აქვეყნებს.
მათივე ცნობით, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.1 პროცენტით გაიზარდა და 253.7 მილიარდი ლარი შეადგინა.
ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2025 წელს მისი მოცულობა 99.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 10.3 % მეტია.
„2025 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 68.2 % მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.8 %- საშუალოზე, ხოლო 16.1 % კი - მცირე ბიზნესზე.
განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 45.8 %, საშუალოზე - 26.2 %, ხოლო მცირე ბიზნესზე - 28.0 %.
2025 წელს საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა - 123.5 მილიარდი ლარი (2024 წელთან შედარებით 7.6 % მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 76.4 მილიარდი ლარი (2024 წელთან შედარებით 7.0 % მეტი) შეადგინა. 2025 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 899.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 3.8 %-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.8 % ქალი იყო, ხოლო 56.2 % - მამაკაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.7 % - საშუალოზე, ხოლო 40.9 % - მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 827.2 ათასი კაცი შეადგინა (2024 წელთან შედარებით 3.2 % მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 22.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა (2024 წელთან შედარებით 12.2%-ით მეტი).
2025 წელს, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2198.4 ლარს გაუტოლდა (2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 173.9 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 712.8 ლარი შეადგინა (2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 111.4 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი - 2 497.3 ლარი; საშუალო ზომის ბიზნესი - 2 755.6 ლარი; მცირე ბიზნესი - 1 507.4 ლარი.
2025 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 35.5 % ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით), 33.6 % წილით, შემდეგ კი - დამამუშავებელი მრეწველობა 7.7 % წილით, მშენებლობა - 6.1 % წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.6 % წილით, ხოლო 13,0 % დანარჩენ დარგებზე განაწილდა:
2025 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებდა დამამუშავებელი მრეწველობა (18.8 %) და ვაჭრობა (18.5 %), შემდეგ მოდიოდა მშენებლობა (18.1 %), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.3 %), ინფორმაცია და კომუნიკაციები (7.6 %), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 27.7 % წილი ეკავათ.
2025 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.5, 11.0 და 9.1 % წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.6 %), მშენებლობის (7.8%), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.0 %) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.4 %) დარგის საწარმოებზეც:
დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებოდა 2025 წელს: ქ. თბილისი – 62.1 %; აჭარის ა.რ. – 10.1 %; იმერეთი – 7.1 %; ქვემო ქართლი – 5.7 %; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6 %; კახეთი – 3.1 %; შიდა ქართლი – 2.9 %; მცხეთა-მთიანეთი – 1.9 %; სამცხე-ჯავახეთი – 1.8 %; გურია – 1.2%; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.4%”, - ნათქვამია ინფორმაციაში.