Politico - აშშ-მა ნატო-ს ზოგიერთი წევრი ალიანსის მომავლის განსახილველად დაგეგმილ შეხვედრაზე არ მიიწვია

აშშ-მა ნატო-ს ზოგიერთი წევრი ალიანსის მომავლის განსახილველად დაგეგმილ შეხვედრაზე არ მიიწვია, - ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

ნატო-ს მომავალთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად შეხვედრა პოლონეთში მომავალ თვეში გაიმართება, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბი უხელმძღვანელებს.

კოლბიმ მსგავსი შეხვედრები „ბერგენის ჯგუფის“ ფორმატში უკვე გამართა. ჯგუფში ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, პოლონეთი, გერმანია და ნიდერლანდები შედიან.

პოლონეთში დაგეგმილ შეხვედრაზე მიწვეულები არ არიან დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები.

აღნიშნული ქვეყნების განცხადებით, შეხვედრაზე დასწრების კრიტერიუმები მათთვის უცნობია.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რასაც ჩვენგან ითხოვენ. ვცდილობთ გავიგოთ ამ შეხვედრების კრიტერიუმები და მიზანი“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია