ირაკლი კუპრაძე - 14 წელია, ივანიშვილი ახრჩობს ქართულ სახელმწიფოს, 14 წლის წინ დაიწყო ხალხის მოტყუება და უამრავი მძიმე ტრაგედია დაატეხა მათ - იმ ტყუილებზე რაც ამ ხნის განმავლობაში მოახვია თავს მოქალაქეებს, პასუხისგება აუცილებლად მოუწევს

14 წელია, ივანიშვილი ახრჩობს ქართულ სახელმწიფოს - ივანიშვილმა 14 წლის წინ დაიწყო ქართველ ხალხის მოტყუება და უამრავი მძიმე ტრაგედია დაატეხა მათ, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ კახეთში, სოფელ ჩაილურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კუპრაძე სოფელ ჩაილურში პარტიის წევრებთან ერთად ჩავიდა და განაცხადა, რომ 14 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ კახეთთან დაკავშირებითაც უამრავი ტყუილი პირობა დადო.

„ქართლმა ოცნებამ“, მათმა დაპირებებმა ჩაილურის წყალი დალია უკვე მე-14 წელია. 14 წლის წინ, ზუსტად 1-ელ ოქტომბერს ივანიშვილი და „არაქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და მას შემდეგ ატყუებს მოსახლეობას. ჯერ კიდევ 2012 წელს, კახეთის გულში მყოფი ივანიშვილი ამბობდა, რომ 1 კგ ყურძნის ფასად 1 ლარი იყო შეურაცხმყოფელი კახელი გლეხისთვის, თუმცა სულ რაღაც 1 კვირის წინ ვნახეთ, როგორ გამოაცხადა, რომ 30 თეთრად ჩაიბარებდა კახელი გლეხისგან და შემდეგ როგორ მოუწიათ გლეხებს ბრძოლა რომ 1 ლარზე დაებრუნებინათ. უნდა გავითვალისწინოთ მსყიდველუნარიანობა მაშინდელი 1 ლარისა და ახლანდელი 1 ლარისა. ახლანდელი 1 ლარი დღევანდელი გაგებით დაახლოებით, 30 თეთრია. დღეს არის მძიმე მდგომარეობა, რომელიც გამოკვეთილია და ყველგან ჩანს. 14 წელია „ქართული ოცნება“ ატყუებს ხალხს, მათ შორის, საწვავთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც მიმდინარეობს რთველი, დიზელზე ფასი გაზრდილია 5 ლარამდე. 2012 წელთან შედარებით, 3 ლარითაა არის გაზრდილი თანხა,“ - აღნიშნა კუპრაძემ.

გარდა ამისა, მან განცხადების გაკეთებისას, სხვადასხვა სფეროში არსებულ მძიმე ვითარებაზე და „ქართული ოცნების“ დაპირებებზე ისაუბრა.

კუპრაძის თქმით, „ივანიშვილს ამ ტყუილებზე პასუხისგება აუცილებლად მოუწევს“.

„ჩვენ, „ლელო - ძლიერი საქართველო“ ყველგან ვივლით, თითოეულ მოქალაქესთან, თითოეულ რეგიონში, ვამხელთ ივანიშვილს, გავახსენეთ 14 წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებს, იმ ტყუილებს, რაც მოქალაქეებს თავს მოახვია. ამ ტყუილებზე ივანიშვილს პასუხისგება აუცილებლად მოუწევს. ამ 14 წლის განმავლობაში ივანიშვილმა საქართველოს წაართვა ევროინტეგრაციის შესაძლებლობა, ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა. აღარიბებენ ხალხს და მდიდრდებიან მხოლოდ და მხოლოდ ის ჩინოვნიკები, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს იმ ოქროს ზოდებით, რომლებიც სახლში აქვთ გადამალული,“ - აღნიშნა კუპრაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია