მიხეილ სააკაშვილი - ბოლოსდაბოლოს, აქეთ-იქით გაიხედეთ, გარშემო რამდენი ადამიანი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი?! - შეწყვიტეთ მოთქმა, ქოთქოთი და იფიქრეთ იმაზე, მე რომ თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ

ბოლოსდაბოლოს, აქეთ-იქით გაიხედეთ, თქვენს გარშემო რამდენი ადამიანი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი?! - ხოდა შეწყვიტეთ მოთქმა და ქოთქოთი და იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ, - ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ყოფილი პრეზიდენტი IRI-ის კვლევას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია“.

„ტყვედ ჩავარდნის წინ, კიევში შევხვდი IPSOS საზოგადოებრივი კვლევის, უდიდესი ევროპული კომპანიის რეგიონულ დირექტორს. მან მითხრა, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება ურთულესია, ვინაიდან ხალხს ზუსტად ისევე ეშინია, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში და დონეცკში და რომ პირდაპირ კითხვის დასმა უაზრობაა და ირიბი კითხვებით უნდა დაადგინო ნამდვილი განწყობა.

ასეთი იყო სიმართლე მასობრივ რეპრესიებამდე, ხალხის ციხეში ჩაყრამდე და ქუჩებში ხალხის ტერორამდე და ახლა როგორ ეშინია ხალხს კვლევებში სიმართლის თქმის ხომ წარმოგიდგენიათ! და 46%-დან, რომელმაც უარი თქვა პასუხის გაცემაზე, რამდენია იგივე „ნაცმოძრაობის“ მხარეს? და ვინც თქვა "ოცნებას" ვაძლევ ხმასო, რამდენი ოჯახის წევრია ა(ა)იპ-ის და სსიპ-ის თანამშრომელი, ან რამდენს უბრალოდ ეშინია სიმართლის თქმა.

და ბოლოსდაბოლოს, აქეთ-იქით გაიხედეთ, თქვენს გარშემო რამდენი ადამიანი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? ხოდა შეწყვიტეთ მოთქმა და ქოთქოთი და იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ,“ - წერს სააკაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია