რუსებმა კიევში ხიდს დაარტყეს, რის შედეგადაც, ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსულმა ძალებმა კიევის სამხრეთის ხიდის საყრდენ ნაწილთან ახლოს დარტყმა ორი დრონით განახორციელეს.
ხიდზე მეტროსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ხიდის მდგომარეობას სპეციალისტები ამოწმებენ.