თელავის რაიონულმა სასამართლომ სოციალურ ქსელში კახა კალაძის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოქალაქეს 1500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თელავის რაიონულმა სასამართლომ თბილისის მერის კახა კალაძის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოქალაქეს 1500 ლარის გადახდა დააკისრა.

საქმე თელავის რაიონულმა სასამართლომ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ოქმის საფუძველზე განიხილა.

საქმე ეხება სოციალურ ქსელში მოქალაქე ალექსი კენჭოშვილის მიერ კახა კალაძის მისამართით დაწერილ კომენტარს.

გადაწყვეტილება მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძემ მიიღო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია