მედია - რუსულმა ძალებმა კიევში ბირთვული კვლევების ინსტიტუტს დაარტყეს

რუსულმა ძალებმა კიევში ბირთვული კვლევების ინსტიტუტს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ცნობით, რუსული დრონი ინსტიტუტის ტერიტორიაზე, სადაც კვლევითი რეაქტორი მდებარეობს, 30 სექტემბერს ჩამოვარდა.

უწყებაში აღნიშნეს, რომ რეაქტორი არ დაზიანებულა და დაშავებულები არ არიან.

რუსების დარტყმის შედეგად ინსტიტუტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც მალევე ჩააქრეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია