გრიგოლ გეგელია დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ საქართველოს 4 მოქალაქეზე - ის, რომ ამ კალიბრის ჩლუნგები არიან საქართველოში რუსული ინტერესების დამცველთა შორის, ამაზე დიდ „პადარკას“ კრემლი ვერ გაგვიკეთებდა

მივესალმები ბრიტანეთის სანქციებს. რაც შეიძლება მეტი რუსი და რუსეთის მსახური უნდა დასანქცირდეს, - ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ საქართველოს 4 მოქალაქის - ნიკოლოზ მჟავანაძის, გიორგი ირემაძის, მამუკა ფიფიას და პაატა აბულაძის დასანქცირებას.

როგორც გეგელიამ აღნიშნა, „ეს ადამიანები არიან საკუთარი ერის ინტერესების ძალიან მძიმე და ტრაგიკული გამყიდველები და ამ ერის ისტორიის მოღალატეები“.

„ის, რომ ამ კალიბრის ჩლუნგები არიან საქართველოში რუსული ინტერესების დამცველთა შორის, ამაზე დიდ „პადარკას“ კრემლი ვერ გაგვიკეთებდა. მიხარია, რომ ვუყურებ მათ ამ სრულიად იდიოტურ კალიბრს. ვხედავ, რომ რეალურად ასეთი ტიპის ადამიანები ცდილობენ ამ ქვეყნის რუსიფიკაციას და ამ ქვეყანაში რუსული ეროვნული ინტერესის გამარჯვებას. ცხადია, მივესალმები ბრიტანეთის სანქციებს. რაც შეიძლება მეტი რუსი და რუსეთის მსახური უნდა დასანქცირდეს. მოვუწოდებ ბრიტანეთს, აშშ-ს და ევროპულ კავშირს სულ უფრო აქტიურად დაასანქცირონ რუსეთის მონები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უპირველეს ყოვლისა, საქართველოში. ეს ადამიანები არიან საკუთარი ერის ინტერესების ძალიან მძიმე და ტრაგიკული გამყიდველები და ამ ერის ისტორიის მოღალატეები. მათი ადგილი არ არის ცივილიზებულ მსოფლიოში, არამედ არის კრემლის გვერდით, სადაც მათ სულ უფრო მეტად ათავსებს დღევანდელი საერთაშორისო თანამეგობრობა“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილე პირებს, მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. სანქციების სიაში მოხვდნენ: ნიკოლოზ მჟავანაძე, გიორგი ირემაძე, მამუკა ფიფია და პაატა აბულაძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია