გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2 ოქტომბერს დღის სხვადასხვა მონაკვეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. მათივე თქმით, ელექტროენერგია სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ოქტომბერს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაშენდა, შანკევანი, ნავდარაანთკარი, წიწამური, გალავანი და მიმდებარე სოფლებში; 12:15-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში წოდორეთში, ლისზე, ძალაანთხევში და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია