გვაქვს საბრძოლო მასალა, რომელზეც ზელენსკიმ უარი თქვა , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალ Time-თან ინტერვიუში განაცხადა.
დონალდ ტრამპმა საბრძოლო მასალების მარაგის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ტრამპის თქმით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინას ძალიან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა გადასცა.
„საბრძოლო მასალის ზოგიერთი სახეობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე სხვა. გვაქვს საშუალო და საშუალოზე მაღალი დონის შეიარაღება, რომელიც ძალიან ძლიერია. იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. გვაქვს საბრძოლო მასალა, რომლის აღებაზეც ზელენსკიმ უარი თქვა, მაგრამ ის ძალიან ძლიერი მასალაა. მან არ აიღო, რადგან არ ჰყავს თვითმფრინავები და სხვა რამ, რაც ამ საბრძოლო მასალისთვის არის საჭირო“, - განაცხადა ტრამპმა.