ლაშა ფარულავა - ჩვენ დაბადებულები ვართ გამარჯვებისთვის, თუ ამ ჭეშმარიტებას დავიჯერებთ, ეს ჭეშმარიტება გაათავისუფლებს საქართველოს, პოლიტპატიმრებს - გაათავისუფლებს ყველას, ვინც იბრძვის სიმართლისთვის

ჩვენ დაბადებულები ვართ გამარჯვებისთვის და თუ დავიჯერებთ ამ ჭეშმარიტებას, ეს ჭეშმარიტება გაათავისუფლებს საქართველოს, ეს ჭეშმარიტება გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, ეს ჭეშმარიტება გაათავისუფლებს ყველას, ვინც იბრძვის სიმართლისთვის, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ რიყის პარკში მიმდინარე აქციის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რიყის პარკში გამართული აქცია სიმბოლურია, რადგან, მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა “მიხეილ სააკაშვილმა ეს ტერიტორია ხალხს დაუბრუნა, ბიძინა ივანიშვილმა კი ისევ ოლიგარქებს გადასცა”.

“აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა! ჩვენ ვართ დაბადებული გამარჯვებისთვის. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!

მტერი გვაჯერებდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია. მტერი გვაჯერებდა, რომ კორუფცია ნორმაა, რომ თითქოს ქართველები იმისთვის დავიბადეთ, რომ რუსეთს ვემსახუროთ. არა და არასოდეს! თავისუფლება მიშას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს!

დიახ, ჩვენ დაბადებულები ვართ გამარჯვებისთვის და სიმბოლურია, რომ დღეს ვართ რიყის პარკში. ეს არის პოლიტიკური განსხვავებების მკაფიო მაგალითი. აქ არის ორი პარადიგმა, რომელსაც ქვეყანაში ქმნიდა მიხეილ სააკაშვილი, რომ შევარდნაძის კორუმპირებულ დაჯგუფებას ჰქონდა ეს ტერიტორია მიტაცებული, მათი ჯიბის გასქელებას ემსახურებოდა ეს ადგილი. მიშამ ხალხს დაუბრუნა, ხოლო ივანიშვილმა ეს ტერიტორია ისევ ოლიგარქებს გადასცა და რიყის დოქები ჯართად ჩააბარეს. არა მხოლოდ რიყის დოქები ჩააბარეს ჯართად, მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები გადააქციეს რუსული ინტერესების გავლენის ინსტრუმენტად.

ჩვენ დაბადებულები ვართ გამარჯვებისთვის და თუ დავიჯერებთ ამ ჭეშმარიტებას, ეს ჭეშმარიტება გაათავისუფლებს საქართველოს, ეს ჭეშმარიტება გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, ეს ჭეშმარიტება გაათავისუფლებს ყველას, ვინც იბრძვის სიმართლისთვის.

თავისუფლება მიშას!” , - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია