თბილისის 81-ე საჯარო სკოლასთან მშობლები არიან შეკრებილი და მოსწავლეების  მეორე ცვლაში განაწილებას აპროტესტებენ

თბილისის 81-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეების მშობლები არიან შეკრებილი. ისინი მოსწავლეების სხვა სკოლაში გადაყვანასა და მეორე ცვლაში გაკვეთილების ჩანიშვნას აპროტესტებენ.

როგორც მშობლები აცხადებენ, აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი მას შემდეგ შეწყდა, რაც ერთ-ერთ საკლასო ოთახში ბათქაში ჩამოვარდა. მათივე თქმით, სკოლის შენობა დაკეტეს და მოსწავლეები სხვა სკოლაში გადაანაწილეს.

მშობლები ითხოვენ ბავშვების დილის ცვლაში გადაყვანას და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მეორე ცვლასა და ონლაინ გაკვეთილებს.

"სკოლა არის გასარემონტებელი და შეუძლებელია სასწავლო პროცესის ჩატარება. ვითხოვთ იმას, რომ გამოგვიყონ ალტერნატიული ფართო, სადაც ბავშვები შეძლებენ, რომ ისწავლონ დილის ცვლაში და არა შუადღის ცვლაში. ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა, ასევე, არ განვიხილავთ ონლაინ სწავლებას, იმიტომ, რომ უამრავ სირთულეს ვაწყდებოდით ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით. გამოდის, რომ მშობელი საერთოდ სახლში უნდა დაჯდეს, მიხედოს ბავშვებს, იმიტომ, რომ შეუძლებელია მშობელმა იმუშაოს ასეთ ვითარებაში”, - აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა.

“სკოლა აქამდე უნდა გარემონტებულიყო და არ არის გარემონტებული. გააკეთოს მთავრობამ. სანამ პრობლემები არ შეიქმნება და სანამ ბავშვი არ დაზიანდება, მანამდე ყურადღება არ უნდა მოგვაქციოს მთავრობამ? ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება მთავრობას ამ სკოლის დანგრევა აწყობს”, - განაცხადა კიდევ ერთმა მშობელმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია