ვლადიმერ პუტინი - ომი არ გვინდოდა და არ დაგვიწყია, ომი ჩვენს წინააღმდეგ დაიწყეს

არ გვინდოდა და არ დაგვიწყია ომი, ომი ჩვენს წინააღმდეგ დაიწყეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, საჭირო არ იყო წლების განმავლობაში უკრაინაში "აგრესიული ნაციონალიზმისა და რუსოფობიის წაქეზება“.

“სიმართლე იმაშია, რომ ჩვენ არ გვინდოდა და ჩვენ არ დაგვიწყია ომი, არამედ ჩვენს წინააღმდეგ დაიწყეს ომი. საჭირო არ იყო წლების განმავლობაში უკრაინაში აგრესიული ნაციონალიზმისა და რუსოფობიის წაქეზება იმ მიზნით, რომ ის რუსეთთან ბრძოლის ინსტრუმენტი გამხდარიყო.

საჭირო არ იყო ნატო-სგან ჩვენი ისტორიული ტერიტორიების სამხედრო ათვისება თავად ორგანიზაციის ინტერესებისთვის - იქ თავიანთი ბაზების დაგეგმვა.

საჭირო არ იყო კიევში რადიკალების სახელმწიფო გადატრიალებისთვის წაქეზება და შემდეგ ასეთი არსებითად უკანონო რეჟიმისთვის სხვადასხვა შეტევითი შეიარაღების მიცემა.

საჭირო არ იყო დონბასისა და ყირიმის მცხოვრებლებისთვის საკონცენტრაციო ბანაკების ორგანიზების გეგმების შედგენა. საჭირო არ იყო შეუიარაღებელი ხალხის ტანკებით გადავლა, რაკეტებით დაბომბვა, თვითმფრინავებიდან დახვრეტა და ცოცხლად დაწვა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი რუსები არიან ეროვნებითა და სულით”, - განაცხადა პუტინმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს