დღეს ევროპაში მშვიდობა არ არის. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გერმანიაში ვესტფალის ზავის საერთაშორისო ცერემონიაზე განაცხადა.
როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ევროპის ტერიტორიაზე ჰიბრიდული თავდასხმებით, საბოტაჟით და საჰაერო სივრცის დარღვევები რუსეთის სასოწარკვეთის ნიშანია.
რუტეს თქმით, პუტინი უკრაინაში სასურველ მიზანს ვერ აღწევს და ევროპის დასჯას ცდილობს, სურს, ევროპელები დააშინოს და დაყოს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევს, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება.
“ვალდებული ვარ შეგახსენოთ, რომ დღეს ევროპაში მშვიდობა არ არის..
მძიმე დანაკარგების მიუხედავად, პუტინი ომის დასრულებისთვის მზაობას არ გამოხატავს. პირიქით, ამჟამად ის მას კიდევ უფრო ამწვავებს.
და მოდით, ნათლად ვთქვათ, სამიზნე ჩვენი ქვეყნებიც არიან. ევროპის მასშტაბით რუსეთის მავნებლური ჰიბრიდული თავდასხმების სია ყოველდღიურად იზრდება.
კიბერთავდასხმები. საბოტაჟი. ცეცხლის წაკიდება. საჰაერო სივრცის დარღვევები. დრონებით ინციდენტები. მაგალითად, ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი სატვირთო თვითმფრინავის აფეთქებას ცდილობდა.
ვიცით, რომ ეს თავდასხმები რუსეთის სასოწარკვეთის ნიშანია. პუტინი უკრაინაში სასურველ მიზანს ვერ აღწევს და ამის გამო ჩვენს დასჯას ცდილობს…
პუტინს სურს, დაგვაშინოს და დაგვყოს. მაგრამ ის წარმატებას ვერ მიაღწევს. მისი მტრული ქმედებებისთვის ჩვენი პასუხია უკრაინის კიდევ უფრო მეტად მხარდაჭერა”, - განაცხადა რუტემ.