ბუნდესვერი, უკრაინაში ომის გამოცდილების გათვალისწინებით, პირველად შექმნის საკუთარ დრონების პოლკს, - Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
„2027 წელს ჩვენ შევქმნით ბუნდესვერის პირველ დრონების პოლკს“, - განაცხადა პისტორიუსმა. მისი თქმით, ბუნდესვერი დასკვნებს ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვლენების დაკვირვებიდან აკეთებს.
„ყველა, ვისაც სურს ხმელეთზე წარმატების მიღწევა, უნდა დაეუფლოს უპილოტო სისტემების საბრძოლო გამოყენებას“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ უკრაინის გამოცდილებას გაითვალისწინებენ.
ახალმა პოლკმა უნდა გააერთიანოს დაზვერვის, სამიზნეების განადგურებისა და მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიების შესაძლებლობები.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, მინისტრის განცხადებით, ქვედანაყოფი გამოიყენებს უპილოტო სისტემებს უმცირესი მანძილიდან 500 კილომეტრამდე და მის შემადგენლობაში რადიოელექტრონული ბრძოლის ასეული შევა