რუსულმა ძალებმა კიევის სამხრეთ ხიდზე მორიგი დარტყმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა კიევის სამხრეთ ხიდს კიდევ ერთხელ შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამხრეთის ხიდს კვლავ დაარტყეს. ადგილზე გადაუდებელი დახმარების სამსახურები იგზავნებიან“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიევის დარნიცკის რაიონში 25-სართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არავინ დაშავებულა.

ცნობისთვის, რუსებმა გუშინ სამხრეთ ხიდს სამჯერ დაარტყეს, რის შედეგადაც მეტროსა და მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია