სამხრეთ კორეის პრეზიდენტის განცხადებით, სეული შემდგომ ზომებს მიიღებს, თუ უკრაინა საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს ომის ტყვეების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, ლი ჯე მიუნგის განცხადებით, „შემდგომ ზომებს“ მიმართავს, თუ უკრაინა საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს იმის გამო, რომ გაამჟღავნა ინფორმაცია სამხრეთში ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვის გადაყვანის შესახებ.

მისი თქმით, საქმე ეხება კორეელი ხალხისა და ერის ღირსებას.

ამასთან, ლიმ კიევი „კორეის ნახევარკუნძულზე ომის პროვოცირების მცდელობაში“ დაადანაშაულა.

„ღრმა სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ შეთანხმების ფაქტების აღიარებისა და ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ისინი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის გარდაუვალ სამხედრო დაპირისპირებაზე საუბრობენ“, - აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინფორმაცია უკრაინიდან ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ გასულ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააჟღერა, რამაც სეულის უკმაყოფილება გამოიწვია; სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული საკითხი კონფიდენციალურად უნდა დარჩენილიყო. გუშინ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ შექმნილი ვითარება „დიპლომატიურ გაუგებრობად“ შეაფასა და დასძინა, რომ კიევი მის მოსაგვარებლად მუშაობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია