კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს

თბილისში ჩვენი ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რის გამოც კონრად ადენაუერის ფონდს (KAS) აღარ შეუძლია თავისი ძირითადი მისიიის შესრულება, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კონრად ადენაუერის ფონდი ავრცელებს.

ფონდის ინფორმაციით, 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ უარყო KAS-ის განაცხადები მისი პროექტების დაფინანსების შესახებ, რომლებიც წარდგენილი იყო ახალი „გრანტების შესახებ“ კანონის შესაბამისად. ფონდში აცხადებენ, რომ ინტენსიური ძალისხმევა, მათ შორის გერმანიის ფედერალური მთავრობის მხრიდან, ახალი ჩარჩოს ფარგლებში მათი საქმიანობის გაგრძელების უზრუნველსაყოფად, წარუმატებელი აღმოჩნდა.

“პროექტების დამტკიცება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩანდა, თუ ისინი აღარ შეესაბამებოდა ფონდის პოლიტიკურ ხასიათსა და მისიას. საქართველოში მხოლოდ ყოფნა, ჩვენი უშუალო მისიის შესრულების შესაძლებლობის გარეშე, კონრად-ადენაუერის ფონდისთვის მისაღები ალტერნატივა არ არის. შესაბამისად, ოფისის დახურვა წარმოადგენს გარდაუვალ შედეგს, რომელიც განპირობებულია საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენი საქმიანობის შეზღუდვით”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფონდი ხაზს უსვამს, რომ კვლავ ერთგული რჩება საქართველოსა და მისი დიდი ხნის პარტნიორების მიმართ. „ის ქვეყანაში იურიდიულ პირად რეგისტრაციას ინარჩუნებს, რათა პოლიტიკური გარემოებების შეცვლის შემთხვევაში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია