მედია - ვოლგოგრადზე დრონებით შეტევა განხორციელდა - ნავთობგადამამუშავებელ და ქიმიურ ქარხნებთან ხანძრები დაფიქსირდა

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში წუხელ აფეთქებების ხმები ისმოდა, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ქიმიურ ქარხანა „კაუსტიკთან“ ხანძრები დაფიქსირდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ” არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ASTRA-ს ცნობით, ვოლგოგრადის მაცხოვრებლებმა ღამის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა ნაწილში დრონები შენიშნეს და აფეთქებების ხმები გაიგონეს.

Exilenova+ იუწყება, რომ აფეთქებები დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა როგორც თავად ქალაქში, ასევე ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე.

ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე დრონებით მასობრივი თავდასხმის შესახებ განაცხადა, თუმცა ქარხნებში ხანძრის შესახებ არაფერი უთქვამს.

უკრაინული მედია წერს, რომ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ლუკოილის“ შემადგენლობაში შედის და რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. იგი აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო ნავთს, მაზუთს და ბიტუმს.

ASTRA-ს ცნობით, ქიმიური ქარხანა „კაუსტიკი“ ორმაგი დანიშნულების პროდუქტებს აწარმოებს, რომლებიც მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს