შალვა პაპუაშვილი - აქციამ აჩვენა, რომ ის 5%-იც გადაჭარბებულია, რაც IRI-მ „ნაცმოძრაობას“ დაუწერა - ჯერ ვინც მივიდა, იმათ რა ვუთხარი, მაგრამ რამდენიმე ათეული ადამიანი რომ მივიდა და არა მეტი, აჩვენებს, რომ ხალხი ყველაფერს საღად უყურებს

ის ფაქტი, რომ აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა და არ მივიდა მეტი, ესეც აჩვენებს საბოლოო ჯამში, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს საღად უყურებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გუშინ, რიყის პარკში გამართულ საპროტესტო აქციას.

პაპუაშვილის თქმით, გუშინდელმა დღემ აჩვენა, თუ რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი.

„მე მგონი, ამ აქციამ ის ანახა, ის 5%-იც რაც IRI-მ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუწერა, ესეც გადაჭარბებულია. ვნახეთ, ჰო, რასთან გვაქვს საქმე. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა IRI-ის კვლევის შედეგების პროპორციული თანაფარდობის სისწორე. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რომელ მხარეს დგას. ქართველი ხალხი დგას საქართველოს, მისი ინტერესების, მისი ხელისუფლების მხარეს და არა უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრის მხარეს, რომელსაც საქართველოში არეულობა, სისხლისღვრა და ხელისუფლების ძალის ხელში ჩაგდება უნდოდა. ამის გამო დადასტურებულად ვიცით, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოაპარეს და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ საქართველოში შემოპარებულ ადამიანს აქციას რომ მიუძღვნი, ჯერ იქ ვინც მივიდა, იმათ რა ვუთხარი, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შემოპარებულ ადამიანის საკითხზე აქციაზე მიდიან, მაგრამ ის, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა და არ მივიდა მეტი, ესეც აჩვენებს საბოლოო ჯამში, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს საღად უყურებს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს