ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, ჩინოვნიკების ხელფასების ზრდისთვის გათვალისწინებული რესურსი პენსიონერებს მოხმარდეთ: პენსია გაიზარდოს არა 20, არამედ 40 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულებისთვის 120 ლარით - ასევე, მოვითხოვთ საწვავზე აქციზის განახევრებას

2027 წლის ბიუჯეტი არის ბიძინა ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტი, ქართველი ხალხის ხარჯზე - მოვითხოვთ, ჩინოვნიკების ხელფასების ზრდისთვის გათვალისწინებული რესურსი პენსიონერებს მოხმარდეთ: პენსია გაიზარდოს არა 20, არამედ 40 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულებისთვის არა 60, არამედ 120 ლარით,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საწვავზე აქციზის ფასიც განახევრდეს, რაც ფასების სტაბილურობას ხელს შეუწყობს.

„ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი საკუთარ ანაზღაურებას 1 350 ლარით იზრდიან, მაშინ როცა ჩვენს ღირსეულ პენსიონერებს პენსიას მხოლოდ 20 ლარით უზრდიან.

ეს არის ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი, ნულოვანი თანაგრძნობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მთელი ცხოვრება ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების შექმნას მოახმარეს.

ჩვენ მოვითხოვთ, ჩინოვნიკების ხელფასების ზრდისთვის გათვალისწინებული რესურსი პენსიონერებს მოხმარდეთ: პენსია გაიზარდოს არა 20, არამედ 40 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულებისთვის არა 60, არამედ 120 ლარით.

ასევე მოვითხოვთ საწვავზე აქციზის განახევრებას და ჩვენი სამნაბიჯიანი პროგრამის ამოქმედებას. ეს საწვავის ფასს 30-40 თეთრით შეამცირებს, შეუმსუბუქებს მოქალაქეებს ხარჯებს და ხელს შეუწყობს ფასების სტაბილურობას.

ეს არის ჩვენი მოთხოვნა, მეტი მხარდაჭერა ხალხს და არა მეტი ფული ჩინოვნიკებს!“- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს