საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეს საქართველოს საბაჟო საზღვარზე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები გადმოჰქონდა, რომელთა საბაჟო ღირებულებაც 44 892 ლარს შეადგენდა.

„ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, მის მიერ მართული მსუბუქი ავტომობილის საბარგულში განთავსებულ ბუნებრივი აირის ავზში, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები გადმოიტანა, რომელთა საბაჟო ღირებულებამ 44 892 ლარი შეადგინა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში