საფრანგეთის განათლების სამინისტროს უახლესი მონაცემებით, სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 100 სკოლა სერიოზულად დაზიანდა, ხოლო 40 სკოლის დირექტორი დაშავდა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ დაკავებულია 15-დან 18 წლამდე ასაკის თითქმის 3 000 მოსწავლე; მათ შორის 1 949 მხოლოდ ხუთშაბათს დააკავეს.
იუსტიციის მინისტრმა ჟერალ დარმანინმა ადგილობრივ პროკურორებს მოუწოდა, აღძრან სამოქალაქო სამართლებრივი სარჩელები, რათა მშობლები ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისროთ მშობლებს მათი შვილების მიერ მიყენებულ ზიანის გამო. ამავდროულად, განათლების მინისტრმა ედუარ ჟეფრეიმ მშობლებს დახმარება სთხოვა და გააფრთხილა, რომ „ბავშვებს ქუჩაში საფრთხე ემუქრებათ“.
დასავლური მედია წერს, რომ დაძაბულობის განმუხტვის ნიშნები არ ჩანს; პირველი ინციდენტები დაფიქსირდა სტრასბურგში, ჟან როსტანის სახელობის საშუალო სკოლასთან და მარსელში, სიმონ ვეილის სახელობის საშუალო სკოლასთან. დღეს დაახლოებით 400 სკოლა დაკეტილი რჩება.
ცნობისთვის, საფრანგეთში მოსწავლეები სკოლებთან საპროტესტო აქციებს უკვე ერთ კვირაზე მეტია მართავენ. საფრანგეთის მასშტაბით მოსწავლეები სკოლების დაფინანსების ნაკლებობას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ.