გიგი წერეთელი - ადენაუერის ფონდის გასვლა მძიმე გზავნილია, ეს გერმანიასთან ურთიერთობებს კიდევ უფრო გაართულებს, მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციაზე კი უნდა გვესმოდეს, ვინაა ეს ხალხი - მღვდელმთავარი, რომელიც ტანკს ლოცავს, არ მგონია, ღმერთის სამსახურში იყოს

რუსეთის საპატრიარქო რა ურთიერთობაშია კრემლთან და პუტინთან კარგად ვიცით და როგორ ლოცვებს აღავლენს - ხან ტანკებს, ხან რაკეტებს ლოცავენ. მესმის არსებობს აქტიური და ღრმა კავშირები საქართველოს ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენელთან, თუ ყველასთან არა. ყველას უნდა ესმოდეს, ვინაა ეს ხალხი, ვის და რას წარმოადგენენ. მგონია, რომ ბევრი მათგანი ღმერთს არ ემსახურება, ასე ვფიქრობ.

რაც შეეხება იმას, არიან თუ არა პოლიტიკური დავალებებით ჩამოსულები, ამ გამორიცხვა არ შეიძლება. არ შევდივარ კონსპირაციის თეორიებში, მაგრამ მღვდელი და მღვდელმთავარი, რომელიც ტანკსა და რაკეტას ლოცავს იმისთვის, რომ სიცოცხლე მოისპოს, არ მგონია, რომ ის ღმერთის სამსახურშია, განზოგადებულად ვამბობ.

კონრად ადენაუერის ფონდის გასვლა ასეთი ტიპის ქვეყნიდან, რომელიც დემოკრატიულად გარდამავალ პერიოდშია, პოლიტიკურად არის სკანდალი და მძიმე გზავნილი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისში კონრად ადენაუერის ოფისის დახურვასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაართულებს გერმანიასთან საქართველოს ურთიერთობებს.

“14-წლიანი დემოკრატიული გარდატეხის შედეგი არის, რომ ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ფონდი ევროპაში, კონრად ადენაუერის ფონდი გადის საქართველოდან. სწორედ კოლიზიებმა გადაადგმევინა ასეთი ნაბიჯი, რომ საქართველოში ოფისი აღარ იქნება, მაგრამ ეს იქნება სომხეთში, სხვა ქვეყნებში. ის საზოგადოება, ის ხალხი მიიღებს იმ სიკეთეს, რომელსაც, ამ შემთხვევაში, გერმანიის მთავრობა აფინანსებს. ეს სიკეთეებია ორმხრივი ურთიერთობები, განათლების, დემოკრატიის ხელშეწყობა.

კონრად ადენაუერის ფონდი არის ყველაზე დიდი გერმანული ფონდი, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ პოლიტიკურ ოჯახს, CDU-ს, გერმანიის მმართველ პარტიას. ეს ფონდი 20 წელზე მეტია აქ არსებობს და დარწმუნებული ვარ, “ოცნების“ ბევრმა წარმომადგენელმა სიკეთეებიც მიიღო ამ ფონდის სხვადასხვა პროგრამებიდან. ის ეხმარება საქართველოს იმ მიმართულებებით, რაც წარმოადგენს გერმანიის პრიორიტეტებს. იქნება ეს სასამართლო რეფორმა, დემოკრატიული ტრანსფორმაცია, ევროინტეგრაცია და ევროპასთან დაახლოება. როცა ეს ფონდი ოპერირებს საქართველოში თავისუფლად, ეს ნიშნავს, რომ გარემოა კარგი და შესაბამისი. ეს გერმანიის ხელისუფლების დამოკიდებულებასაც წარმოადგენს. ამ ფონდის გასვლა ასეთი ტიპის ქვეყნიდან, რომელიც დემოკრატიულად გარდამავალ პერიოდშია არის პოლიტიკურად სკანდალი და მძიმე გზავნილი. ეს კიდევ უფრო გაართულებს ჩვენს გერმანიასთან ურთიერთობებს. ზოგადად, კიდევ ერთი მანიშნებელი იქნება იმ შედეგების, რომელიც დემოკრატიული ე.წ. გარდატეხის თვალსაზრისით, თუნდაც დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებობს. დღეს, 14 წლის მმართველობის შემდეგ, ეს ძალიან მტკივნეული, მაგრამ მკაფიო მაგალითია. ევროპული ფონდების გასვლა საქართველოდან, ეს ყველაფერი რისი მანიშნებელია? მე განა არ მინდა ეს პროგრესი დავინახო? - ძალიან მინდა, მაგრამ არ ჩანს ეს პროგრესი”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გარდა ამისა, მან გადაცემაში სტუმრობისას საქართველოს საპატრიარქოში მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ამ ვიზიტის შედეგი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეების უფლებების კუთხით ვითარების შეცვლა, მისი გამტყუნება არ შეიძლება, თუმცა მისივე თქმით, მეორე მხრივ, “რუსეთი ყველაფერს იყენებს სათავისოდ”.

“რუსეთი ყველაფერს იყენებს სათავისოდ და იმისთვის, რომ პროპაგანდისტულად დაანახოს, რომ არამარტო ტურისტები ჩადიან, არამედ ყველა რგოლს აქვს ურთიერთობა. რუსეთის საპატრიარქო რა ურთიერთობაშია კრემლთან და პუტინთან კარგად ვიცით და როგორ ლოცვებს აღავლენს - ხან ტანკებს, ხან რაკეტებს ლოცავენ. მესმის არსებობს აქტიური და ღრმა კავშირები საქართველოს ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენელთან, თუ ყველასთან არა. ყველას უნდა ესმოდეს, ვინაა ეს ხალხი, ვის და რას წარმოადგენენ. მგონია, რომ ბევრი მათგანი ღმერთს არ ემსახურება, ასე ვფიქრობ.

რაც შეეხება იმას, არიან თუ არა პოლიტიკური დავალებებით ჩამოსულები, ამ გამორიცხვა არ შეიძლება. არ შევდივარ კონსპირაციის თეორიებში, მაგრამ მღვდელი და მღვდელმთავარი, რომელიც ტანკსა და რაკეტას ლოცავს იმისთვის, რომ სიცოცხლე მოისპოს, არ მგონია, რომ ის ღმერთის სამსახურშია, განზოგადებულად ვამბობ. თუ ეს კავშირი და ურთიერთობა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ მართლა რეალურად შეიცვალოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების უფლებები, სხვანაირი იყოს ღვთისმსახურების საკითხი და სხვა და სხვა, აქ გამტყუნება ნამდვილად არ შეიძლება. ოღონდ არ ვიცი, ამას რა რეზულტატი, შედეგი შეიძლება ჰქონდეს. ჯერჯერობით, ყველაფერი საპირისპიროა. ეს ეხება ჩვენს იქ არსებულ ეკლესიებს, ეხება მათ შორის, უკრაინის ეკლესიის ცნობის საკითხს, რომელიც არ არის ახალი თემა და არის მნიშვნელოვანი რუსეთისთვის. ის ხალხი, ვინც ამაში მონაწილეობს, ბუნებრივია, ამაზე უნდა ფიქრობდეს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს