ბაგა-ბაღების სააგენტო - თბილისის არცერთ საბავშვო ბაღში, რომლის მდგომარეობაც არ არის უსაფრთხო, სააღმზრდელო პროცესი არ მიმდინარეობს - ამჟამად, 8 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე, არის პროექტები, რომელთა დაწყება იგეგმება ან პროექტირების ეტაპზეა

ავარიულობის შემთხვევაში ხდება სასწავლო პროცესის შეწყვეტა მყისიერად, სხვა შემთხვევაში გრძელდება სპეციალისტების დაკვირვება შენობებზე. შესაბამისად, თბილისის არცერთ საბავშვო ბაღში, რომლის მდგომარეობაც არ არის უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის, სააღმზრდელო პროცესი არ მიმდინარეობს - ასე უპასუხეს „ინტერპრესნიუსის“ კითხვას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში, რომელიც თბილისში მდებარე საჯარო ბაღების შენობების შემოწმებასა და მათ მდგომარეობას შეეხებოდა.

ამასთან, კითხვაზე: თბილისში მდებარე სულ 191 ბაგა-ბაღიდან რამდენის დემონტაჟის შესახებაა მიღებული გადაწყვეტილება, სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს 8 საბავშვო ბაღის მშენებლობა და არის პროექტები, რომელთა დაწყება იგეგმება ან ჯერ ისევ პროექტირების ეტაპზეა.

„საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღის კონსტრუქციული მდგრადობის შემოწმება სტანდარტული პროცესია და ის გარკვეული პერიოდულობით ხორციელდება. დაწესებულების შენობაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის ან გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. დასკვნაში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა მკაფიოდ არის მითითებული, რისი აღსრულებაც საჯარო დაწესებულებისთვის სავალდებულოა. ავარიულობის შემთხვევაში ხდება სასწავლო პროცესის შეწყვეტა მყისიერად, სხვა შემთხვევაში გრძელდება სპეციალისტების დაკვირვება შენობებზე. შესაბამისად, თბილისის არცერთ საბავშვო ბაღში, რომლის მდგომარეობაც არ არის უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის, სააღმზრდელო პროცესი არ მიმდინარეობს.

ამჟამად, ამ მიზეზის საფუძველზე, მიმდინარეობს 8 საბავშვო ბაღის მშენებლობა, არის პროექტები, რომელთა დაწყება იგეგმება ან პროექტირების ეტაპზეა. აღნიშნული მექანიზმები და პრაქტიკა გამომდინარეობს ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებიდან“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს