გიორგი შარაშიძე - კობახიძის მიერ ტრამპთან ხელის ჩამორთმევის ფოტო პროტოკოლურია - ხელის ჩამორთმევისას ვერანაირი მნიშვნელოვანი საკითხები ვერ განიხილებოდა - ფაქტი, რომ „ოცნებას“ ამ ფოტოს ფრიალი სჭირდება, კიდევ სხვა უბედურებაა

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების გადატვირთვა პროტოკოლური შეხვედრებით, პროტოკოლური ფოტოებით და ხელის ჩამორთმევით, არ წყდება - დონალდ ტრამპთან ხელის ჩამორთმევის ფოტოც აბსოლუტურად პროტოკოლური ფოტო იყო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მთავრობის მიერ ირაკლი კობახიძისა და დონალდ ტრამპის საერთო ფოტოს გავრცელებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ის რომ სჭირდება, რომ ფოტო ააფრიალოს და რაღაც განსაკუთრებულ მიღწევად გაასაღოს, ეს კიდევ სხვა „უბედურება და პრობლემაა.“

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების გადატვირთვა პროტოკოლური შეხვედრებით, პროტოკოლური ფოტოებით და ხელის ჩამორთმევით არ წყდება. „ოცნებას" ის რომ სჭირდება, ეს ფოტო ააფრიალოს და რაღაც განსაკუთრებულ მიღწევად გაასაღოს, ეს კიდევ სხვა უბედურება და პრობლემაა. ყოველ წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეა ტარდება და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტრადიციულად ოფიციალურ მიღებას წევრი ქვეყნების ლიდერებისთვის მიღებას მართავს. გაერო-ს ტრიბუნაზე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების გამოსვლა არასოდეს დამიკნინებია, არც ამ შემთხვევაში, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ვერც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ, რადგან კარგად ვნახეთ, რომ არც ერთი სერიოზული, შინაარსზე და საქმეზე ორიენტირებული შეხვედრა არ შემდგარა. დონალდ ტრამპთან ხელის ჩამორთმევის ფოტოც აბსოლუტურად პროტოკოლური ფოტო იყო. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ხელის ჩამორთმევის მომენტში ვერანაირი განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხები ვერ განიხილებოდა. თავად ფაქტი, რომ „ოცნებას“ ამ ფოტოს ფრიალი სჭირდება, ეს კიდევ „ოცნების“ სხვა პრობლემებზე მიუთითებს“, - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციამ 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

პრესსამსახური ავრცელებს ფოტოსაც, რომელზეც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და დონალდ ტრამპი ხელს ართმევენ ერთმანეთს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს