ირაკლი ფავლენიშვილი - პენიტენციურ სისტემაში გახშირდა ძალადობის, არაადამიანური მოპყრობის და წამების შემთხვევები - ვითხოვთ, რომ ციხეები გაიხსნას უფლებადამცველებისთვის და მედიის წარმომადგენლებისთვის, რათა შეეძლოთ ადგილზე ნახონ სიტუაცია

ბოლო თვეების განმავლობაში პენიტენციურ სისტემაში გახშირდა ძალადობის, არაადამიანური მოპყრობის და წამების შემთხვევები - ეს არის კატასტროფა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ სასამართლოში გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უფლებადამცველებს და პრესის წარმომადგენლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში შევიდნენ და ადგილზე გაეცნონ სიტუაციას.

„ვითხოვთ იმას, რომ ციხეები გაიხსნას უფლებადამცველებისთვის და პრესისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, რომ მათ შეეძლოთ ადგილზე ნახონ სიტუაცია, იმიტომ რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ციხეები არის გადავსებული, რომ ციხეებში არის ანტისანიტარია და ის, რომ ციხეებში პატიმრები არიან ძალადობის მსხვერპლი.

აუცილებელია, რომ ეს კონკრეტული საქმე იყოს გამოძიებული, იმიტომ რომ მსჯავრდებული აცხადებს, რომ შესაძლოა ვიდეოც არსებობდეს, ამ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ინფორმაციისთვის, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადების შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა და გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა.

„ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მზად ვართ, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, გავასაჯაროოთ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები, რათა საზოგადოებას თავად მიეცეს შესაძლებლობა, იხილოს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულ დავითაძის მოთავსების და იქ ყოფნის პერიოდის ამსახველი კადრები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს