ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ოქტომბერში რეაქტიული დრონების ჩამოსაგდებად 400 დრონს გამოუშვებს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაშვებული დრონების დაახლოებით ნახევარი აღჭურვილია რეაქტიული ძრავებით, რაც მათ ჩამოგდებას გაცილებით ართულებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, თავდაცვის ძალები ამჟამად რეაქტიული დრონების დაახლოებით 57%-ს და ჩვეულებრივი დრონების 85%-დან 90%-მდე ანადგურებენ.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინა სწრაფად ავითარებს მაღალსიჩქარიან ჩამჭრელ დრონებს, რომლებსაც რუსული რეაქტიული დრონების ჩამოგდება შეუძლიათ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ამ დრონების ხუთი მოდელის დატესტვა მიმდინარეობს. მისი თქმით, ოქტომბრის ბოლოსთვის უკრაინა ამ მოდელებიდან ერთ-ერთის დაახლოებით 400 ერთეულის წარმოებას შეძლებს, დანარჩენი ოთხი კი ჯერ კიდევ ტესტირების ფაზაშია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს