13 ოქტომბერს, Wyndham Grand Tbilisi-ში, Eventoryx-ის ორგანიზებით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება. ღონიძიების მხარდაჭერი იქნება Hotsale.ge
ღონისძიება კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი ბიზნესი, პროდუქტი ან მომსახურება პირდაპირ წარუდგინონ ბიზნესის წარმომადგენლებსა და მაღალი რგოლის მენეჯერებს, დაამყარონ ახალი პროფესიული კავშირები და საკუთარი საქმიანობა უფრო ფართო აუდიტორიას გააცნონ.
Eventoryx -ის მთავარი მიზანი ბიზნესებს შორის კომუნიკაციის გაძლიერება, ახალი შესაძლებლობების შექმნა და კომპანიებისთვის საკუთარი საქმიანობის პრეზენტაციის სივრცის შეთავაზებაა.ამასთან, ბიზნესგარემოში პირადი კომუნიკაცია და სწორი კონტაქტების შექმნა სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები კომპანიებისთვის ქმნის სივრცეს, სადაც იდეები, პროდუქტები და ბიზნესშეთავაზებები უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიდის.
Hotsale.ge როგორც ქვეყნის წამყვანი და ყველაზე საიმედო დანაზოგების პლატფორმა იყო იქ, სადაც საუკეთესო შეთავაზებები, ინოვაციები და დადებითი განწყობაა. კომპანია, რომელიც წლებია მომხმარებლებსა და პარტნიორებს საუკეთესო პირობებსა და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს, ღონისძიებაზე განსაკუთრებული განწყობის შექმნას გეგმავს, სიურპრიზებისა და გათამაშების მეშვეობით. ღონისძიების მონაწილეები გათამაშების ფარგლებში დასაჩუქრდებიან სამი პრემიუმ კლასის სასტუმროს საგზურით. დეტალებს კი ადგილზე შეიტყობენ.
(R)