ლევან მაჭავარიანი - არარელევანტურია დეპუტატების გამოყოფა, რომ პენსიონერების ემოციებზე ითამაშო - აგენტურულმა ოპოზიციამ საბოტაჟირებით და რევოლუციის ამდენი მცდელობით ხელი არ შეგვიშალოს და კიდევ უფრო გაიზრდება ეკონომიკა

არარელევანტური იქნება მხოლოდ დეპუტატების გამოყოფა, რომ პენსიონერების ემოციებზე ითამაშო - ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპი და ხელი არ შეგვიშალოს საბოტაჟირებით და რევოლუციის ამდენი მცდელობით აგენტურულმა ოპოზიციამ და კიდევ უფრო გაიზრდება ეკონომიკა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან აღნიშნულით ის ფაქტი შეაფასა, რომ მომავალი წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასები - 8,4%-მდე გაიზრდება, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია კი 60 ლარით, ხოლო 70 წლამდე ბენეფიციარებისთვის 20 ლარით.

“[პენსიებთან] მარტო დეპუტატების ხელფასების შედარება არ იქნება სწორი. თუ ხელფასებს ვადარებთ, მაშინ უნდა ავიღოთ მთლიანად საქართველოში დასაქმებული ადამიანების ხელფასი. დეპუტატებს რაც შეეხებათ, საჯარო სექტორში თუ არ ვცდები, 5 წლის წინ ჩაიდო, რომ ყოველწლიური 10%-იანი ზრდა იქნებოდა, მაღალი ზრდაა კერძო სექტორშიც. ზოგადად ხელფასები იზრდება არამხოლოდ საჯარო სექტორში, არამედ უფრო მაღალი ტემპით იზრდება კერძო სექტორში. არარელევანტური იქნება მხოლოდ დეპუტატების გამოყოფა, რომ პენსიონერების ემოციებზე ითამაშოთ.

[პენსიის მატება] საკმარისი არც 20 ლარით და არც 200 ლარით არაა, თუმცა რეალობიდან უნდა გამოვიდეთ, ეკონომიკიდან და ბიუჯეტიდან. სწრაფი ეკონომიკური ზრდა ბიუჯეტზე ახდენს გავლენას და მანდედან გამომდინარე იზრდება 60 და 20 ლარით პენსია. ბიუჯეტი იზრდება და დაბალანსებულად უნდა ვიმოქმედოთ. ცალსახად სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა, ამდენი ხელის შეშლა რომ არ ყოფილიყო აგენტურული ოპოზიციიდან და მუდმივი საბოტაჟირების, რყევის პროცესი და რევოლუციის დაგეგმვის მცდელობა რომ არ ყოფილიყო. ეს ყველაფერი უფრო მალე აისახებოდა საზოგადოებაზე.

პენსიონერების რიცხვი, დაახლოებით 200 ათასით არის გაზრდილი 2012 წელთან შედარებით. რა თქმა უნდა, პენსიის ბიუჯეტი ჯამში უფრო მეტ ადამიანზეა გადანაწილებული. ჯანდაცვის პროგრამებმა, საყოველთაო ჯანდაცვამ ასახვა ჰპოვა მოქალაქეებზე და საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-4 წლით არის გაზრდილი, რის გამოც პენსიონერების რაოდენობა გაზრდილია 200 ათასით. ვისურვებდით მეტი იყოს ეკონომიკა, ბიუჯეტი, პენსიები, ხელფასები, მაგრამ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ. ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპი და ხელი არ შეგვიშალონ საბოტაჟირებით და რევოლუციის ამდენი მცდელობით აგენტურულმა ოპოზიციამ და კიდევ უფრო გაიზრდება ეკონომიკა”, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს