ალექსანდრე ლუკაშენკო სომხეთს - თუ ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყვიტე, სად გეჩქარება? ზუსტად იცი, სად წაიღებენ შენს კონიაკს, ბოსტნეულს და ხილს?

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სომხეთს მოუწოდებს, არ იჩქაროს ევროკავშირში გაწევრიანება და უარი არ თქვას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან (EAEU) თანამშრომლობაზე.

„გთხოვთ, ნუ იჩქარებთ ამის მიტოვებას. დამიჯერეთ, როგორც გამოცდილ პრეზიდენტს, თითქმის 30 წელია ვმუშაობ, არავინ გველოდება. თუ გადაწყვიტე ევროკავშირში გაწევრიანება, სად გეჩქარება? ნუ იჩქარებთ იმის მიტოვებას, რაც ამჟამად სასარგებლოა. ნუ დატოვებთ ამ საერთო ბაზარს”, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მან სომხეთს მოუწოდა, დაფიქრდეს, მოუწოდა, შეუძლია თუ არა მას ევროკავშირში კონიაკის, ბოსტნეულისა და ხილის გაყიდვა.

“თუ ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყვიტე, სად გეჩქარება? ზუსტად გაქვს განსაზღვრული სად წაიღებენ შენს კონიაკს, სად წაიღებენ შენს ბოსტნეულსა და ხილს? რა რაოდენობით?” - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მან სომხეთს მოუწოდა, დაფიქრდნენ, შეძლებენ თუ არა ევროკავშირის ბაზარზე გაყიდვებით იმ მოცულობების ჩანაცვლებას, რასაც დღეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბაზარზე ყიდიან.

“თუ დარწმუნებული ხარ, რომ საფრანგეთი შენს კონიაკს იყიდის - თავისას რა უყონ არ იციან, მაგრამ შენსას იყიდიან - კარგი, წადი, მაგრამ რატომ გარბიხარ?”- აღნიშნა ლუკაშენკომ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს