ლევან მაჭავარიანი გაუპატიურების შესახებ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის განცხადებაზე - რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე, რომელიც აგენტურული ქსელის მედიასაშუალებებმა აიტაცეს - ყველაფერი რამდენიმე წუთში გაიშიფრა

აქაც რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე, რომელიც შემდეგ აგენტურული ქსელის მედიასაშუალებებმა აიტაცეს - ყველაფერი რამდენიმე წუთში გაიშიფრა, - ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადებას.

მისი თქმით, ციხეებში ყველაფერი ისეა, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება და არანაირი მსგავსი კამპანია ვერ იმუშავებს.

„აქაც რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე, რომელიც შემდეგ აგენტურული ქსელის მედიასაშუალებებმა აიტაცეს. ყველაფერი რამდენიმე წუთში გაიშიფრა. ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, პენიტენციურმა სამსახურმა კონკრეტული ვიდეოც დადო და, რა თქმა უნდა, ესეც ჩვეულებრივი ტყუილი აღმოჩნდა.

ზოგადად, ამ მიმართულებამაც კამპანიური სახე მიიღო. „საიამაც“ გააგზავნა ტყუილები გაეროს მომხსენებელთან, რათა ჩვენს ციხეებს დარტყმა მიაყენონ - თითქოს გაუსაძლისი პირობებია და თითქოს წამებაა ციხეებში. ციხეებში ყველაფერი ისეა, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება, რა თქმა უნდა, და არანაირი მსგავსი კამპანია ერთი დღეც ვერ იმუშავებს. დროა, გონს მოეგონ და ამ 15-წუთიან ტყუილებს თავი დაანებონ.

ზოგადად, ძალიან ბევრი სფერო და მიმართულებაა, რაშიც ფუნდამენტური განსხვავებაა ჩვენსა და წინა ხელისუფლებას შორის - იქნება ეს ადამიანის უფლებები, ბიზნესის ხელშეუხებლობა თუ ა.შ. ერთ-ერთი მიმართულება არის პენიტენციური სისტემაც, სადაც ადამიანთა წამებასა და გაუპატიურებას სისტემური და სისტემატური ხასიათი ჰქონდა.

ჩვენს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მათ კი სურთ, რომ ამ მიმართულებითაც ხელოვნური აჟიოტაჟი გამოიწვიონ. თუმცა კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ამ კუთხითაც მხოლოდ 15-20-წუთიან ტყუილებს ვადევნებთ თვალს მათგან“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.

საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს