ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირთან დიალოგი მარტივად - მომავალ კვირაშივე შეიძლება აღდგეს - ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ კონკრეტულ ევრობიუროკრატებს და კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკოსებს საქართველოსთან ღია და გამჭვირვალე დიალოგის წარმოება არ სურთ, - ეს განცხადება დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.
“ჩვენ სწორედ ამას ვითხოვთ - თუ ისინი მართლა მოიაზრებენ საქართველოს ევროკავშირის მომავალ წევრად, მაშინ დიალოგი იმ ხელისუფლებასთან უნდა ჰქონდეთ, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.