არჩილ გორდულაძე - ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა - ხშირად ვხედავთ მათი მხრიდან ქართველი ხალხის და მთავრობის განცალკევების განცხადებებს, მათივე კვლევით კი აღმოჩნდა, რომ ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ „ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა“.

მისი თქმით, ყველა კვლევა, რომელიც დაცლილია პოლიტიკური კონიუნქტურისგან, საქართველოს პროგრესზე მეტყველებს.

„ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა. ხშირად ვხედავთ და ვისმენთ მათი მხრიდან ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის განცალკევების, დაყოფის განცხადებებს და ქმედებებს. მათივე კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა. ბევრჯერ მოგვისმენია ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან ფრაზა, ცუდად იქცევა საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ისინი ქართველ ხალხს არ მიატოვებენ. ჰოდა ამ მაღალჩინოსნებს მინდა ვურჩიო, რომ მათივე კვლევა წაიკითხონ, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ქართველი ხალხი სწორედ მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ენდობა და ნდობის ამ რეიტინგში ევროპაში მეხუთე პოზიციაზე ვართ“,- აღნიშნა გორდულაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა.

„შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით საქართველო მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში 8-ე პოზიციაზე იყო. 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეული კი ასე ჩამოყალიბდა: ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო, ავსტრია და საქართველო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს