ირაკლი ზარქუა - როცა ევროკავშირის ლიდერები მიზანმიმართულად ყოფენ ხალხს და მთავრობას, ხოლო ევროკომისიის კვლევით საქართველო მთავრობის ნდობის რეიტინგში ევროკავშირის მასშტაბით მეხუთეა, ეს ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მედიასთან საუბრისას მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულმა კვლევამ, რომელიც ევროკომისიის მიერ არის შესრულებული, ფარდა ახადა არაფორმალური ძალების მხრიდან ევროპელი ბიუროკრატების მიზანმიმართულ გამოყენებას საქართველოს წინააღმდეგ.

ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ პარადოქსია, როდესაც ვხედავთ ევროკავშირის თანამდებობის პირების მხრიდან ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის დაყოფის მცდელობას, ხოლო ამავე უწყების კვლევა ადასტურებს, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა.

„როდესაც ერთი მხრივ ევროკავშირის ლიდერები ხელოვნურად, მიზანმიმართულად ყოფენ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას, ხოლო მეორე მხრივ ევროკომისიის კვლევა ამბობს, რომ საქართველო მთავრობა ნდობის რეიტინგში ევროკავშირის მასშტაბით მეხუთე პოზიციაზეა, ეს ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს. ხშირად ვისმენთ დაუსაბუთებელ კრიტიკას ჩვენი ხელისუფლების მიმართ და ამ კრიტიკის ავტორები ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები არიან. ხშირად ამბობენ ისინი, რომ მთავრობის ცუდი ქმედებების მიუხედავად არ მიატოვებენ ქართველ ხალხს... მე მაინტერესებს, რომელ ქართველ ხალხს ესაუბრებიან ეს ბიუროკრატები? მათივე კვლევამ დაადასტურა, რომ ქართველი ხალხი ენდობა იმ ხელისუფლებას, რომელიც მან აირჩია და ნდობის ეს ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ევროპაში მეხუთე პოზიციას ვიკავებთ. ეს კვლევა ამბობს, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა არის ერთ ვექტორზე, ეს კვლევა ამბობს, რომ მთავრობას ესმის ქართველი ხალხის და ქართველი ხალხი ენდობა მთავრობას“, - განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე