ანი ქავთარაძე - თუ ვინმემ დღეს უნდა დატოვოს პოზიცია და სამუშაო ადგილი, ეს არა ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძეა, არამედ „ოცნების“ ჯანდაცვის ე.წ. მინისტრი, იურისტი მიხეილ სარჯველაძე

თუ ვინმემ დღეს უნდა დატოვოს პოზიცია და სამუშაო ადგილი, ეს არა ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძეა, არამედ „ოცნების“ ჯანდაცვის ე.წ. მინისტრი, იურისტი მიხეილ სარჯველაძე,- ამის შესახებ პოლიტიკურ გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა ანი ქავთარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის, ჯუმბერ ბოლქვაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ანი ქავთარაძის თქმით, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო პერსონალის მიმართ ნდობას, კონტროლისა და დაშინების პრაქტიკა ანაცვლებს, ეს აღარ არის პაციენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ეს ძალაუფლების დემონსტრირებაა ექიმის წინააღმდეგ.

„სოლიდარობას ვუცხადებთ ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძეს, რომელსაც მრავალი წელია უდიდესი წვლილი შეაქვს არაერთი პაციენტის გადარჩენაში, მათ შორის კორონავირუსის პანდემიის დროს. ეს პროცესი ერთი ექიმის პრობლემა არ არის, ეს არის ტესტი, საერთოდ დარჩა თუ არა საქართველოში ექიმისთვის პროფესიული ღირსების დამოუკიდებლობის და თავისუფლების ადგილი.

როდესაც სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო პერსონალის მიმართ ნდობას, კონტროლისა და დაშინების პრაქტიკა ანაცვლებს, ეს აღარ არის პაციენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ეს ძალაუფლების დემონსტრირებაა ექიმის წინააღმდეგ. პრაქტიკა, რომლის არაერთი მაგალითი ვიხილეთ უკანასკნელ პერიოდში, მათ შორის ექიმ მაია კოხტაშვილისთვის აგენტ-პროვოკატორის მიგზავნა. ეს ჩამოშლილი სისტემაა, რომელიც ექიმისთვის ღირსების აყრის გზით რეპრესიის ინსტრუმენტად იქცა და ამ სისტემის საბოლოო მსხვერპლი პაციენტია. ექიმს არ უნდა ეშინოდეს მინისტრის, დირექტორის, ჩინოვნიკის, ზარის, ჩანაწერის, ჩასაფრებული პროვოკაციის თუ პოლიტიკური ანგარიშსწორების“,- აღნიშნა ანა ქავთარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მედიკოსების განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გადაუდებელი მედიცინის (ემერჯენსის) განყოფილების ხელმძღვანელის, ჯუმბერ ბოლქვაძისგან თანამდებობის დატოვებას მოითხოვს, რაც მათივე შეფასებით, უსამართლო გადაწყვეტილებაა.

შეკრებილების აცხადებდნენ, რომ საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ მომხდარ ფაქტს, როდესაც კლინიკაში მაღალი მომართვისა და თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო, კონკრეტული პაციენტის მიღება დროულად ვერ მოხერხდა. აქციის მონაწილეების განმარტებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის კითხვაზე, თუ სად უნდა გადაეყვანათ პაციენტი, ჯუმბერ ბოლქვაძემ „სიტყვის მასალად უპასუხა, რომ „მინისტრთან წაეყვანათ“.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე