სახალხო დამცველის აპარატი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

მიუხედავად იმისა, რომ დათვალიერებული კადრების შედეგად, პატიმრის მიერ მონათხრობი მძიმე ძალადობის დეტალები არ დადასტურდა, მსჯავრდებულის საჩივრის გადამოწმება გამოძიების მიერ ყველა შესაძლო მტკიცებულების მოპოვებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა განხორციელდეს, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ ვიდეოჩანაწერების გაცნობის შედეგების შესახებ ინფორმირებულია როგორც მსჯავრდებული, ისე მისი ადვოკატი.

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.

2025 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით მიმართა გიორგი დავითაძის ადვოკატმა და აცნობა, რომ პატიმარი იყო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. იმავე დღეს სახალხო დამცველის რწმუნებულმა N6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა და გამოკითხა მსჯავრდებული.

პატიმარმა მიუთითა, რომ 2025 წლის 20-21 დეკემბერს N6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა დაარღვიეს მისი უფლებები, მათ შორის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, სექსუალური ხასიათის ძალადობა განხორციელდა.

სახალხო დამცველის აპარატმა მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა, პატიმრის მიერ მითითებული პერიოდის ვიდეოჩანაწერების დაარქივების მიზნით, მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ვიდეოჩანაწერების გაცნობის შედეგების შესახებ ინფორმირებულია როგორც მსჯავრდებული, ისე მისი ადვოკატი.

კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დათვალიერებული კადრების შედეგად, პატიმრის მიერ მონათხრობი მძიმე ძალადობის დეტალები არ დადასტურდა, მსჯავრდებულის საჩივრის გადამოწმება გამოძიების მიერ ყველა შესაძლო მტკიცებულების მოპოვებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, სახალხო დამცველის აპარატი დღემდე, სისტემატურად ახდენს პროკურატურაში დაწყებული გამოძიების მონიტორინგს და მოუწოდებს პროკურატურას შემჭიდროებულ ვადებში წარმოუდგინოს საზოგადოებას გამოძიების შედეგები.

სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს გიორგი დავითაძის საქმის შესწავლას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.

საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე