ნაძალადევში, საცხოვრებელ სახლში ხანძარია. მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები არიან მობილიზებულები და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.