ემანუელ მაკრონის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები დიზელის საწვავის ფასის შესამცირებლად ბაზარზე 100 მილიონი ბარელის გატანაზე შეთანხმდნენ

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები დიზელის საწვავის ფასის შესამცირებლად ბაზარზე 100 მილიონი ბარელის გატანაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მაკრონის თქმით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები კოორდინირებულად მუშაობაზე შეთანხმდნენ დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად.

მისი თქმით, „დიდი შვიდეული“ შეთანხმდა სამ რამეზე: უფრო მოქნილი გახადონ წარმოება, რათა მაქსიმალურად გაზარდონ წარმოება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე; ოთხი თვის განმავლობაში ბაზარზე გაიტანონ 100 მილიონამდე ბარელი, პარტნიორებთან ერთად და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს კოორდინაციის ქვეშ; მოერიდონ ზომებს, რომლებიც შეზღუდავდა ენერგიისა და ნავთობპროდუქტების გაცვლას პარტნიორ ქვეყნებს შორის.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე