წინანაურის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბრიდან ერთი თვის განმავლობაში ორთაჭალის ქუჩაზე, N88-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.

მათივე ცნობით, წინანაურის ქუჩიდან ორთაჭალის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კრწანისის II შესახვევის, კრწანისის ქუჩის, დიმიტრი გულიას მოედნის, გია გულუას ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ვახტანგ გორგასლის ქუჩის გავლით, ძეგლთან მოხვევით. ხოლო ორთაჭალის ქუჩიდან წინანაურის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვახტანგ გორგასლის, კრწანისის ქუჩისა და კრწანისის II შესახვევის გავლით.

„აღნიშნულ პერიოდში მიკროავტობუსები N557 და N580 იმოძრავებენ ორთაჭალის ქუჩის N89ა-მდე, ხოლო N561 და N562 მიკროავტობუსები კრწანისის ქუჩიდან მოემსახურებიან ორთაჭალის ქუჩის მონაკვეთს - N92-დან კრწანისის II შესახვევამდე, ასევე კრწანისის II შესახვევს, ორთაჭალის ქუჩის კვეთიდან ვოლსკის ქუჩამდე.

ამ ეტაპზე წინანაურის ქუჩაზე ეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები და სანიაღვრე ქსელი, რის შემდეგაც საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გაგრძელდება.

პროექტს კრწანისის რაიონის გამგეობა ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს