მეუფე გიორგი - თუ პატიმრის მიერ გაკეთებული განცხადებები დადასტურდება, შესაბამისმა პირებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი - 2012 წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს ძალადობის უგულებელყოფას ან დამალვას!

მინდა გამოვეხმაურო პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას. ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია და დაუყოვნებლივ, სრულყოფილ და მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვს, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს.

ეპისკოპოსის განცხადებით, თუ პატიმრის მიერ გაკეთებული განცხადებები დადასტურდება, საქმე გვექნება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევასთან და შესაბამისმა პირებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი.

„თითოეული ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად და პატიმრობა არ ნიშნავს ადამიანის ღირსებისა და ფუნდამენტური უფლებების შელახვას.სახარებაში ქრისტე მაცხოვარი ბრძანებს : “საპყრობილესა ვიყავ,და მოხვედით ჩემდა.”(მათე25:36.)ბოროტებაზე

დუმილი და უმოქმედობა თანამოზიარედ აქცევს საზოგადოებას! ნებისმიერ პირს, მათ შორის თავისუფლება აღკვეთილ ადამიანს, აქვს უფლება იყოს დაცული ძალადობის, დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობისგან.

თუ პატიმრის მიერ გაკეთებული განცხადებები დადასტურდება, საქმე გვექნება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევასთან და შესაბამისმა პირებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი. არცერთ ხელისუფლებას, მიუხედავად მისი ძალაუფლებისა, არ აქვს უფლება გადააბიჯოს ადამიანის ღირსებას.

მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება!

ამ საქმეში მთავარი უნდა იყოს სიმართლის დადგენა და დაზარალებული ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა ყოველგვარი ზეწოლის, დამალვის ან ანგარიშსწორების გარეშე.

2012 წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს ძალადობის უგულებელყოფას ან დამალვას!“, - წერს ეპისკოპოსი გიორგი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.

საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს